CO.LAB-ი დაარსდა 2013 წელს
ეს არის სივრცე, ვ.ბარნოვის 45 ნომერში, სადაც წარმოდგენილია 15 -ზე მეტი ახალგაზრდა სხვადასხვა მიმართულების დიზაინერთა და ხელოვანთა ნამუშევრები. თითოეული ნივთი წარმოებულია საქართველოში და ლიმიტირებულია.

CO.LAB-ი ხშირად მასპინძლობს მოდის სფეროთი დაინტერესებულ უცხოელ სტუმრებს და სამხატვრო აკადემიასთან ერთად ატარებს ვორქშოფებსა და მასტერკლასებს თავის სივრცეში. ასევე ხელს უწყობს დამწყებ დიზაინერებს და კარიერული წინსვლისთვის სთავაზობს სტაჟირების პროგრამას.
მაღაზიასთან ერთად ფუნქციონირებს ატელიე კერძო შეკვეთებისთვის და ასევე ფოტო სტუდია.